среда, 24 июня 2015 г.

დღე მეორე

ბლოგის შექმნა.
.გავეცანით პირველ და მეორე აქტივობებს.
კომპიუტერული ტექნოლოგიების ეფექტური გამოყენებით, ინტელის ძირითადი კურსის დახმარებით,შევძლებთ მოსწავლეთა წარმოსახვის, შემოქმედებითი უნარების წახალისებასა და, საბოლოოდ, უკეთესი სასწავლო შედეგების მიღწევას
სტატიის დაგეგმვა
c   პროექტის სახელწოდების შერჩევა
c   მოსწავლეთა როლების განაწილება პროექტში და დავალებები, რომლებიც შეიძლება მოსწავლეებმა შეასრულონ
c   პროექტის მიზანი
c   როგორ შეესაბამება პროექტები სტანდარტებს
c   რისი მოლოდინი შეიძლება ჰქონდეთ მოსწავლეებს მას შემდეგ, რაც პროექტი დაიწყება
c   როგორ ფასდება პროექტი
c პროექტისთვის გამოსაყენებელი სურათები




1.პროექტის სახელწოდება: საბანკო კრედიტები და მომხმარებელი.
2.პროექტის მთავარი იდეა(თემა)1-2 წინადადებით:თემა:კრედიტის საპროცენტო განაკვეთები.
მოსწავლეები მოაწყობენ კვლევებს სხვადასხვა საბანკო დაწესებულებებში,რათა მოახდინონ კრედიტების სახეების განსაზღვრა და ასევე გაიგონ საპროცენტო განაკვეთების განსხვავებები.
3.პროექტის აქტუალობა:საფინანსო ინსტიტუტების გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში საქართველოს  მოსახლეობის უმეტეს ნაწილში აქტუალურს ხდის მოვახდინოთ ანალიზი აღნიშნულ საკითხზე.
4.პროექტის მიზნები:  მოსწავლეები  კვლევის საფუძველზე მოახდენენ ანალიზს, ზოგადად რა ტიპის კრედიტების გაცემა ხდება და რა ვადებით და რა სარგებელი მოაქვს მას მოსახლეობისთვის.
5.მონაწილეთა ასაკი: 14-15
6.ვადები(ხანგრდძლივობა) :1 თვე
7.მოსალოდნელი შედეგები(პროექტები რაც შეიძლება შეიქმნას):კვლევების საფუძველზე მოსწავლეები  შეძლებენ ისაუბრონ არამარტო საბანკო სექტორში არსებულ საპროცენტო განაკვეთებზე, არამედ ჩამოუყალიბდებათ მარკეტინგული უნარ- ჩვევები, მსმენელს დააჯერონ და მოანდომონ შეთავაზებული პროდუქტი.
8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: საბანკო ინსტიტუტები,მათი ბროშურები და ლიტერატურა.ინტერნეტი.კომპიუტერი.
9.პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები):მოსწავლეთა გარკვეული ჯგუფი მიდის  რამოდენიმე  საბანკო- საფინანსო ინსტიტუტში.ახდენს გასაუბრებას ბანკის მენეჯერთან.იგებს ინფორნაციას კონკრეტულად რა ტიპის სესხები არსებობს, რა საპროცენტო განაკვეთბია და როგორ ხდება აღნიშნული პროცენტების განსაზღვრა.ამის შემდეგ მოსწავლეები მოძიებულ ინფორმაციებს დაამუშავებენ, შეადგენენ ცხრილებს, დიაგრამებს.შმდეგ მოაწყობენ  გამოკვლეული საკითხის წარდგენას საუბრის, სლაიდების სახით.დასასრულს გამოიტანენ დასკვნას და შესთავაზებენ მსმენელს გამოთქვან საკუთრი მოსაზრება მათ მიერ ჩატარებული კვლევის შესახებ.
10..პროექტის ხელმძღვანელი( მასწავლებელი): ლალი სურმავა
11.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:
1.პროექტის ვებ- გვერდი/ბლოგი:surmava lali blogspot.com


Комментариев нет:

Отправить комментарий